ცნობილი დიზაინერები


Dolce&Gabbanaდომენიკო დოლჩე და ესტეფანო გაბანა გაბანა არც ისე იშვიათად ერთმანეთში ერევათ, ზოგი ფიქრობს, რომ ძმები არიან, ისეთებიც არსებობენ, სულაც – ერთი კაცი რომ ჰგონიათ. დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა. ტანსაცმლის შექმნის პროცესზე შეყვარებული ადრეული ბავშვობიდან.გატაცებით ეხმარებოდა მამას ატელიეში. არც თუ მაღალი, სრული და წყნარი, მწვანეთვალება, უყვარს შავი ფერი (მკაცრი კათოლიკური აღზრდის შედეგი), და მყუდრო შინაური საღამოები.

სრულიად საწინააღმდეგოა სტეფანო გაბანა: 1963 წელს მილანში დაიბადა. მაღალი, კარგად აგებული, მომღიმარი და უშუალო, ტიპიური იტალიელი კაცი. სიყმაწვილიდანვე მოდის დევნაში ხარჯავდა ფულს, მერე და მერე კი ჰობი საყვარელ საქმედ გადაექცა. ეს ორი ადამიანი ბედისწერამ 1982 წელს, მილანში, ატელიეში მუშაობის დროს შეახვედრა.საბედისწერო ნაცნობობამდე თითოეული შემოქმედებითი და მოდის სიყვარულის საკუთარი გზით მიდიოდა. შემდეგ კი მსოფლიო მოდაში ორი, სრულიად სრულიად განსხვავებული, ქარიზმატული იტალიელი გაჩნდა, რომლებმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დუეტი შექმნეს.                                                                                                                       

Tokada Kenzo

                         კენზოს პირველ ჩვენებას სულ 50 კაცი ესწრებოდა, მათ უცნაური ხასხასა ტანისამოსი იხილეს, შეკერილი იაპონური ნაჭრებისგან კიმანოს სტილში. დარბაზში სიცილი ატყდა, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ვის ჩვენებას იგდებდნენ მასხრად…
ის დაიბადა 1939 წლის 27 თებერვალს ხიოგოს პროვინციაში, ხიმეის სასახლის ძირას მდებარე სოფელში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ინგლისური ლიტერატურის შესწავლა კობე გიაბო-ს უნივერსიტეტში, მაგრამ პირველი სემესტრის შემდეგ მიატოვა სწავლა და გაემგზავრა ტოკიოში სამუშაოდ, იმისათვის რომ საკუთარი თავი ერჩინა კენზო მუშაობდა მღებავის თანაშემწედ და იღებდა 3000 იენას თვეში (რაც დაახლოვებით 7 დოლარი იყო იმ დროისთვის). ხშირად უწევდა ცხოვრება მაღაზიაში. მაგრამ მაინც ახერხებდა საღამოობით ევლო დაუსწრებელ კურსებზე დიზაინერებისთვის.ის იყო პირველი ბიჭი რომელიც მიიღეს  Bunka Gakuen -ში (მოდელიორის უძველესი იაპონური სკოლა გოგონებისთვის)
მისი ოცნება პარიზში გამგზავრება იყო. მოგვიანებით მას ბედმა გაუღიმა, დაანგრიეს სახლი რომელშიც ის ცხოვრობდა, რისთვისაც მიიღო კომპენსაცია 350 ათასი იენი. 1 იანვარს 1965 წელს კენზო ჩავიდა მარსელში და ჩაჯდა მატარებელში, რომელიც პარიზისკენ მიემგზავრებოდა. ის არ საუბრობდა ფრანგულად, მას არ ქონდა არც სამსახური, არც ბინა, ის დუმდა, ათვალიერებდა, ისმენდადა ფიქრობდა…                                                                                                                                                                                              

Christian Dior

  ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში, კერძოდ ნორმანდიაში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო და თავისი და-ძმისაგან ყოველთვის განსხვავდებოდა. მშობლების მსგავსად, თავადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. სამხედრო სამსახურის გავლის და რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ, კრისტიანი პარიზში დაბრუნდა და 1935 წელს ესკიზების გაყიდვით, დიზაინერის კარიერა დაიწყო.
საზოგადოების მოწონებას ძირითადად მის მიერ შექმნილი ქუდების ესკიზები იმსახურებდა, თუმცა კრისტიანი კონცენტრირებას მაინც კაბების დიზაინზე ახდენდა.
1938 წელს დიზაინერი რობერტ პიგეტის მოდის სახლმა დაიქირავა, თუმცა მისი მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. დიორი სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. ომის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და 1941 წლიდან ლუსიენ ლელონგის მოდის სახლში განაგრძო მუშაობა. 1946 წელს კრისტიან დიორმა თავისი დიზაინის სახლის გახსნაც მოახერხა.
1947 წელს დიორმა პირველი კოლექცია, ძალიან ცნობილი “NEW LOOK” ანუ “ახალი ხედვა” შექმნა. მომრგვალებული მხრები, ვიწრო წელი და სავსე ქვედა ბოლო _ ეს იყო დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები, რომელიც შემდეგ მსოფლიომ აღიარა.                                                                                               

Nina Ricciმეწაღის ქალიშვილი მარი ადელანდ ნიელი, რომელიც მსოფლიომ ნინა რიჩის სახელით გაიცნო, ბედისწერის ნებიერა ნამდვილად არ იყო. მამამისი მდიდარი კლიენტების მოზიდვის იმედით ტურინიდან მონტე-კარლოში გადაბარგდა,მაგრამ მალე გარდაიცვალა და ცოლს ერთი გროშიც ვერ დაუტოვა. 12 წლის მარი სამკერვალო სახელოსნოში მიდის, რომ კერვა ისწავლოს და თავი ირჩინოს. მომავალი პროფესიისკენ პირველ ნაბიჯს სწორედ აქ დგამს და … მომხიბვლელ შლაპებს აკეთებს – ადგილობრივი ლამაზმანები ერთმანეთს ხელიდან აცლიან სიახლეს. 14 წლის დედასთან და უფროს დასთან ერთად სურსათის მაღაზიაში მუშაობს, საღამოს კი ისევ სახელოსნოში მიდის. რისთვის წვალობს, რა ელის წინ? დიდი არაფერი, ჯერჯერობით მიზანი მარტივი და არც ისე ფერადოვანი ჩანდა: მოდის სახლში მუშაობა, სადაც ახალბედებს ღილის მიკერების უფლებას აძლევდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, კურიერის საქმესაც ანდობდნენ. ყველა საფეხურს რომ გაივლიდა, უმცროსი მოდისტის ადგილი ელოდა, მერე – საშუალოს, და მხოლოდ ძალიან დიდიხნის მერე – პირველის. ამ ნაღვლიან და უღიმღამო გზას ასობით გოგონა დადგომია, მაგრამ მარი ამ ბრბოში არ დაიკარგა. 18 წლის ასაკისთვის პირველი მოდისტის ადგილი მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი მკერავები იქირავა და ისინიც მისი ესკიზებით იწყებენ ტანსაცმლის კერვას. ერთხელ, ავტობუსის გაჩერებაზე მეყვავილემ დაინახა და შეუყვარდა, მას ლუი რიჩი ერქვა… ასე გახდა მარი ნიელი ნინა რიჩი. სამწუხაროდ, მათი ქორწინება იღბლიანი არ აღმოჩნდა. მალე ნინა მარტო დარჩა. ძველებურად ქანცისგაწყვეტამდე შრომობს და სულ მაღლა და მაღლა ადის კიბეზე, რომელსაც მაღალი მოდის სამყაროში მიჰყავს. არავინ იცის, რა წვალებად დაუჯდა ეს, – შვილი, რობერტი სულ პატარა იყო.

                                                     

Gabrielle Coco Chanelგაბრიელ  „კოკო“ შანელი (Gabrielle  “Coco” Chanel ) დაიბადა 1883 წ. 19 აგვისტოს სომიურში, სამხრეთ საფრანგეთი. მას ყავდა ორი და და სამი ძმა.12 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და გაბრიელი ბავშვთა სახლში წაიყვანეს. მას ზრდიდნენ მონაზვნები და ასწავლიდნენ კერვას.რომ გაიზარდა, მუშაობა დაიწყო ტანსაცმლის მაღაზიაში, მღეროდა კაბარეში. მან გაიცნო ფრანგი მილიონერი ეტენ ბალზანი, ხოლო მოგვიანებით შეხვდა ინგლისელ არტურ კაპელს. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლო საკუთარი მაღაზიების გახსნა.

შანელმა დაიწყო ქუდების შექმნა პარიზში, სადაც ქუდების პირველი მაღაზია გახსნა 1910 წ. შემდეგ გახსნა მაღაზიები დოვილში და ბიარიცში. ამ პერიოდში დაიწყო ტანსაცმლის კერვა და 1916 წ. გახსნა მაღალი მოდის სალონი ბიარიცში, ხოლო 1920 წ. გადავიდა პარიზში.
შანელმა ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტები გააერთიანა და შექმნა განსხვავებული სტილი ქალისთვის. თუმცა შანელი არ იყო ფემინისტი, პირიქით, ის მუდამ საუბრობდა ქალურობაზე და არა ფემინიზმზე. დიზაინშიც ქალურობას უსვამდა ხაზს.
http://modissamyaro.wordpress.com/category/%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1920–იან წლებში შანელის პატარა შავი კაბა იყო რევოლუციური დიზაინი.
ის პოპულარული გახდა პრაქტიკული ტანსაცმლით და საფირმო კოსტიუმით. შანელის ჟაკეტი არის მისი დიზაინერული ფილოსოფიის სიმბოლო.
შანელი ამბობდა: „მოდა მიდის, სტილი რჩება“ და „ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა“. და მან შექმნა მუდმივი მოდა.

No comments:

Post a Comment