მოდა და მსოფლიო

"მოდა და მსოფლიო" - ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ორი სიტყვა შეუძლებელია არსებობდეს ერთმანეთის გარეშე, ვინაიდან რომ არა მსოფლიო, არ იარსებებდა მოდა, რომ არა მოდა "არ იარსებებდა არც მსოფლიო" ...ახლა კი მოდით დავხატოთ "მსოფლიო მოდის გარეშე" - წარმოიდგინეთ უამრავი ადამიანი, რომელთაც არ გააჩნიათ სტილი, ქარიზმა და ადამიანის თავისუფლებისათვის დამახასიათებელი სხვა რაიმე შტრიხი. ამ ყოველივეს არქონა კი გამოიწვევდა უამრავ კომპლექსსა თუ უარყოფით თავისებურებას. წარმოიდგინეთ რა ერთფეროვანი იქნებოდა სამყარო, რომ არა მოდა, თუმცა ჩვენი ეპოქას ეს ყოველივე რაღათქმაუნდა არ ემუქრება, ვინაიდან მოდის სფერო გარკვეული ჩავარდნების გამონაკლისებად ჩათვლის სახით გაჟღენთილია პროფესიონალიზმითა და ხარისხით, მრავალფეროვნებითა თუ ერთგვარი სიახლეებით. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, როდესაც გრძნობ, თუ როგორი თავისუფალი შეიძლება გაგხადოს ერთმა პატარა სიტყვამ, როდესაც ათვალიერებ მოდური ჟურნალების სხვადასხვა ნომრებს და აცნობიერებ, რომ ეს შენი სულის განუყოფელი ნაწილია. ყველაზე სასიხარული ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ამ სფეროსადმი სიყვარული დღითიდღე იზრდება და გაცილებით ფართო სახით გვევლინება.

"მოდა რომ არ ყოფილიყო, ალბათ არ ვიქნებოდი არც მე" - გალიანოს ტრიუმფატორი ფრაზა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კვლავ შთააგონებს მოდის სამყაროს მოყვარულთ, რომ მოდა არამხოლოდ ადამიანის სტილის გამოხატვის ერთგვარი სახე, არამედ საკუთარ თავთან მუშაობისას გამოვლენილი პრაქტიკის გაუმჯობესების ხერხია და ეს მართლაც ასეა, ჩვენთვის საყვარელმა სფერომ უამრავ არამდგრადი ხასიათის მქონე ადამიანს გადაადგმევინა ახალი, თამამი ნაბიჯი პუბლიკაში გარევისა ან თუნდაც სხვა სოციალური ქმედების დასამყარებლად , რის შემდეგაც ითქვა, რომ მოდა "თავისუფლების" გასაღებია. შესაძლოა აღნიშნულ სიტუაციაში თქვენი თავიც ამოგეცნოთ. ერთი რამ კი უდაოა - მოდის შესაძლებლობებს საზღვარი არ გააჩნია

No comments:

Post a Comment